Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის   შესახებ

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით)  33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის მიმართულებების სხდომებზე (ოქმები თან ერთვის)  მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. დაინიშნონ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების ხელმძღვანელებად შემდეგი პირნი:

1) ინტერდისციპლინური მიმართულება - თეონა მატარაძე, ასოცირებული პროფესორი;

2) ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - მანანა შამილიშვილი, პროფესორი;

3) სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება - ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი;

4)პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება - ალექსანდრე კუხიანიძე, პროფესორი;

5) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება - ფიქრია ასანიშვილი, ასოცირებული პროფესორი

 2.ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე,  განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე  დაევალოს დეკანის სამდივნოს;

    3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.